სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 21/29 - 01
11.09.2024
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ სამაგისტრო პროგრამაზე გასაუბრის კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
შეიქმნას თსუ უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სამაგისტრო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ მისაღები საგამოცდო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი, კომისიის წევრი;
გ) სოციალური მეცნიერების დოქტორი - კონსტანტინე პეტრიაშვილი, კომისიის წევრი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი კვირკაშვილი ელისო - მდივანი
2. სამაგისტრო პროგრამაზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ გასაუბრება განხორციელდება 2024 წლის 18 სექტემბერს 17 სთ., შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივესიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 609.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე